იტალიის სერია A-ში დაბრუნების შემდეგ „ფროზინონემ“ პირველი მატჩი მოიგო. მეორე ტურში გიორგი კვერნაძის გუნდმა თავის მოედანზე ბერგამოს „ატალანტა“ დაამარცხა, რომელიც ბოლოს სეზონებში იტალიის ჩემპიონატში წამყვან პოზიციებზეა.
პირველი ტურისგან განსხვავებით კვერნაძეს ამჯერად არ უთამაშია და მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ყოფნა აკმარეს. მასპინძლებიდან მე-5 წუთზე ანგარიში ჰაროუმ გახსნა, ხოლო 24-ე წუთზე მონტერისიმ სტუმართა კარი მეორედ აიღო. ბერგამოელებიდან ერთადერთი გოლო საპატამ გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
