გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგაში წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს.
მე-5 ტურში გრაცელებმა „ლინს“ უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.
„შტურმი“ პირველ წუთზე ვლოდარჩუკმა დააწინაურა, ხოლო ექვს წუთში ბიოვინგმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 54-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელმა აფენგრუბერმა ავტოგოლი მიითვალა. 61-ე წუთზე ვლოდარჩუკმა დუბლი შეასრულა. 76-ე წუთზე ზაკარიამ სტუმართა კარი პენალტიდან აიღო და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
„შტურმმა“ განვლილ 5 ტურში ოთხი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. გრაცელები 13 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე არიან და ლიდერ „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩებიან.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-4 ტურში „საბაჰი“, რომლის ღირსებას დავით ვოლკოვი იცავს, გასვლაზე „ზირესთან“ 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მეორე ტაიმი ითამაშა, ხოლო 69-ე წუთზე გააფრთხილეს.
ლაშა თაბაგარი
