ქოჩორაშვილმა “ლევანტეს” მოაგებინა და გაალიდერა

0
2

გიორგი ქოჩორაშვილმა “ლევანტეს” მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. ესპანეთის ლიგა 2-ის მე-3 ტურში ვალენსიელები სტუმრად “კარტახენას” შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. ქოჩორაშვილილი მიმდინარე სეზონში “ლევანტეს” სასტარტოში მეორედ მოხვდა და თავის გუნდს მოაგებინა.
26-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევის დროს კანტერომ მეტოქის საჯაირმოში გახსნილი ქოჩორაშვილი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი გააჩერა, ხოლო მეორეთი ანგარიში გახსნა. ქართველმა ნახევარმცველმა 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმში “კარტახენამ” გოლი გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა, რადგან არგენყინელმა ნახევარმცველმა მუსტომ ვიდრე თავით ბურთს კარში გადაგზავნიდა, თავისი მეურვე ქოჩორაშვილმა სახეში ხელის დარტყმით მოიშორა.
24 წლის გიორგი 70-ე წუთზე შეცვალეს. მან “ლევანტეს” პირველ გუნდში ჩემპიონატში თავი პირველად გამოიჩინა, ხოლო მანამდე ერთი გოლი ესპანეთის თასზე მიითვალა. “ლევანტე” 7 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი