ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან, ევროპი ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა მოიგო.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი შინ კვიპროსის „არისს“ დაუპირისპირდა და 2:1 აჯობა. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო კაშიას თადარიგში ყოფნა აკმარეს.
სლოვაკებიდან ანგარიში 34-ე წუთზე ტოლიჩმა გახსნა, ხოლო სტრელეცმა 57-ე წუთზე მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. „არისიდან“ ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე მაიამბელამ გაიტანა.
„სლოვანი“ საპასუხო შეხვედრას კვიპროსში 31 აგვისტოს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





