საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, პოლონეთში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე “სირენკას თასზე” ასპარეზობა დაასრულა.
დასკვნითი მატჩი ჩვენმა გუნდმა უელსის ასაკობრივ ნაკრებთან გამართა და 2:4 დამარცხდა. ჩვენი 17-წლამდელებიდან უელსელსთა კარში გოლები ნიკოლოზ ელისაშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანეს.
მანამდე, გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი რუმინეთთან (1:3) და პოლონეთთან (2:4) დამარცხდა.
17-წლამდელები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადებიან. ჯგუფურ ეტაპზე – დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დავუპირისპირდებით. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს.
მატჩის ოქმი- უელსი 4:2 საქართველო




