თბილისის „საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ, სამი საშინაო შეხვედრიდან მეორე წააგო. ომარ თეთრაძის გაწვრთნილი გუნდი ისევე როგორც ქუთაისის „ტორპედოსთან“ დაპირისპირების შემთხვევაში, გორის „დილასაც“ ამარცხებდნენ, მაგრამ საბოლოოდ უქულოდ დარჩნენ. შეხვედრის დაწყებამდე დილას“ ბარბადოსელი ლეგიონერი ტიერი გეილი და უკრაინელი თავკაცი ანდრე დემჩენკო, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთსო ფეხბურთელისა და მწვრთნელის პრიზებით დააჯილდოვეს.
22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, როდესაც გიორგი თევზაძემ ცუდად დაუბრუნა ბურთი მეკარეს, რომელსაც საჯარიმოსი შეიკნე სილა დაეუეფ;ა და მარცხენა მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა – ევგენი ლუჩერენკომ გოლი ფეხებს შორის გაუშვა.
32-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ბანტუ მზაკვალმა ზუსტი პასი გაუკეთა თბილისელთა საჯარიმოში ალექსანდრე ანდრონიკაშვილს, რომელმაც თავით საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1.
პირველ ტაიმში „საბურთალოს“ წინ გასვლა ისევ შეეძლო, როდესაც სილას წაქცევისთვის დანიშნული საჯაარიმო დარტყმა სილაგაძემ ძალიან სახიფათოდ შეასრულა, მაგრამ კუჩერენკომ ნახტომში გორელები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
კუჩერენკომ მეორე ტაიმის შუაწელშიც მოახერხაა იმავე, როცა ცოტნე კაპანაძემ შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა. გამოსარჩევია სილაგაძის მომენტი, როდესაც მარცხენა ფლანგზე ერთ მოწინააღმდეგეს გაექცა და ცენტრისკენ შეწეულმა დაარტყა – ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
„დილა“ თითქოს ქულასაც თანახმა იყო, მაგრამ 83-ე წუთზე დისკვალიფიკაციის გამო ტრიბუნაზე მყოფი დემჩენკოს გუნდმა კონტშეტევა განახორციელა და მარჯვენა ფლანგიდან ანდრონიკაშვილის პასის მერე, „საბურთალოს“ მცველების შეცდომით კარგად ისსარგებლა მიშიკო სარდალიშვილმა., რომელმაც ზუსტად დაარტყა – 1:2. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „საბურთალო“ 41 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა, ხოლო „დილა“ 37 ქულით მეხუთეა. თუმცა, გორელებს სხვებთან შედარებით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.
ქუთაისის „ტორპედომ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. შოტლანდიელი სტივ კინის დამოძღვრილმა გუნდმა შინ „გაგრა“ 4:1 დაამარცხა. ქუთაისელებიდან მე-18 წუთზე პირველი გოლი გიორგი არაბიძემ პენალტიდან გაიტანა, ხოლო ირაკლი ბუღრიძემ ტაიმის დასრულებამდე წუთით ადრე მასპინძლები კიდევ უფრო წინ გაიყვანა. შესვენებაზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე „გაგრას“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა კლაუდინეიმ ერთი ბურთი გაქვითა. 63-ე წუთზე ლუკა ნიზაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 66-ე წუთზე არაბიძემ მიმდინარე სეზონში თავისი პირველი დუბლი შეასრულა, 88-ეზე კი გიორგი ფანცულაიამ პენალტიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1. არაბიძის ანგარიშზე 6 გოლია და ის ამ მაჩვენებლით “ტორპედოში” საუკეთესოა.
„ტორპედო“ 33 ქულით მე-6 ადგილზეა, „გაგრა“ კი, რომელსაც გიორგი ონიანი თავკაცობ 18 ქულით მერვეა.
„თელავმაც“ მიჯრით მესამე თამაშში გაიმარჯვა და სამი შემთხვევაში წარმატებას სტუმრად მიაღწია. ამჯერად, გიორგი მიქაძის შეგირდებმა ქობულეთის „შუქურას“ 2:0 აჯობეს. თელაველები მე-4 წუთზე სლობაკმა იოზეფ მენიხმა დააწინაურა. 58-ე წუთზე მასპინძლების კარი თორნიკე მორჩილაძემ აიღო და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა. „თელავი“ 20 ქულით მე-7 პოზიციაზეა, ხოლო „შუქურა“ 7 ქულით მეათეა.
ლაშა თაბაგარი




