კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

0
26

გრაცის „შტურმმა“, რომლის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი იცავს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია. ავსტრიელები პირველ შეხვედრაში სტუმრად ნიდერლანდების პსვ-სთან 1:4 დამარცხდნენ და მეტოქის ვერც საშინაო შეხვედრაში შეეწინააღმდეგენ ჯეროვნად – 1:3.
კიტეიშვილმა ეინდოვენში ჩატარებულ თამაშშიც სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 71-ე წუთზე შეცვალეს. გასულ სეზონში ავსტრიის თასის მომგები „შტურმი“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაერთო, სადაც მოგების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს, ხოლო თუ წააგო კონფერენს ლიგის ჯგუფში ადგილი გარანტირებული აქვს.
ლაშა თაბაგარი