ბრატისლავას „სლოვანი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ჰაიფას „მაკაბისთან“ შინ 1:2 წააგო, ხოლო საპასუხო შეხვედრაში ისრაელში ასევე წარუმატებლად ითამაშა – 1:3.
კაშიამ და კანკავამ ჰაიფაში ჩატარებული შეხვდრა შეუცვლელად ჩაატარეს. მასპინძლები 29-ე წუთზე პიერომ დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე სლოვაკების კარი საბამ აიღო. 86-ე წუთზე „სლოვანიდან“ თავი ტოლიჩმა გამოიჩინა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე „მაკაბიდან“ თავი დავიდმა გამოიჩინა.
„სლოვანი“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, ხოლო თუ დამარცხდა კონფერენს ლიგის ჯგუფში ადგილი გარანტირებული აქვს.
ლაშა თაბაგარი





