„ფიორენტინამ” „რივერ პლეიტის“ საუკეთესო ბომბარდირი შეიძინა

0
17

ფლორენციის „ფიორენტინამ“ არგენტინის „რივერ პლეიტიდან“ თავდამსხმელი ლუკას ბერტრანი იყიდა. 22 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ იტალიელებმა 25,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ბელტრანმა მიმდინარე წელს არგენტინის ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა, ხოლო ლიბერტადორესის თასზე – 4. ის ამ მაჩვენებლით თავის გუნდში საუკეთესო იყო.
ის „რივერ პლეიტის“ პირველ გუნდში 2018 წლიდან გამოდიოდა, ხოლო 2021-2022 წლებში იჯარით „კოლონში“ თამაშობდა. მან საერთო ჯამში კარეირის განმავლობაში ყველა ტურნირში 109-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 38-ჯერ აიღო.