ბრატისლავას „სლოვანისთვის“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიაკციო ეტაპის პირველი შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა.
სლოვაკები შინ ისრაელის ჩემპიონ ჰაიფას „მაკაბის“ დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ. ქართველმა ლეგიონერებმა შეუცვლელად ითამაშეს.
სტუმრები მე-15 წუთზე პიეროტმა დააწინაურა, ხოლო სეკმა მე-12 წუთზე ავტოგოლი მიითვალა და ანგარიში გათანაბრდა. მე-15 წუთზე საბიამ „სლოვანის“ კარი კიდევ ერთხელ აიღო და ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილებმა დარჩენილ დროში სიტუაცია ვერ გამოასწორეს.
„სლოვანი“ ისრაელში საპასუხო შეხვედრას 15 აგვისტოს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი




