საბა ლობჟანიძე კარიერას MLS-ის ბინადარ “ატლანტა იუნაიტედში” გააგრძელებს, რის შესახებ ამერიკული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ატლანტელებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. თუ რა თანხა მიიღო თურქულმა “ჰათაისფორმა” ლობჟანიძის სანაცვლოდ უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ ჰათაელები მის ტრანსფერში 1.5 მილიონ ევროს ითხოვდნენ.
“საბა არის ფეხბურთელი, რომელსაც სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ვესაუბრებოდით და მთელი ამ პროცესის განმავლობაში გამოავლინა „ატლანტაში“ მოსვლის დიდ სურვილი. ის საერთაშორისო გამოცდილების მქონე და მაღალი დონის მოთამაშეა, რომელმაც კარგ ლიგებში ითამაშა როგორც საკლუბო დონეზე, ასევე ეროვნულ ნაკრებში. მოუთმენლად ველით გუნდში მის ინტეგრაციას, რაც შეიძლება სწრაფად“- განაცხადა აშშ-ს ეროვნული ნაკრების, “ფულემისა” და “რენის” ექმცველმა კარლოს ბოკანეგრამ, რომელიც “ატლანტა იუნაიტედის” ვიცეპრეზიდენტი და ტექნიკური დირექტორია.
26 წლის ლობჟანიძე მესამე ქართველი ფეხბურთელია გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის შემდეგ, რომელიც MLS-ში ითამაშებს. ის კარიერის განმავლობაში თბილისის„დინამოში“, „ჩიხურაში“, დანიის „რანდერსში“, თურქეთის „ანკარაგუჯუში“, „ჰათაისპორსა“ და „ქარაგიუმრუქში“ გამოდიოდ.
მან თურქეთის სუპერლიგაში საერთო ჯამში გამართულ 120 შეხვედრაშ 15 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი გააკეთა. საბამ საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 34 თამაშში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





