ელგუჯა ლობჯანიძემ ჩინეთის რანგით მეორე დივიზიონში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
„ჰეილონძიანი“, რომელსაც ქართველი თავდამსხმელი სეზონის მსვლელობის დროს სუპერლიგის „მეიჩჟოუ ჰაკადან“ შეურთდა, შინ „ნანძინს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა.
ლობჯანიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა. მან მოედანზე შესვლიდან ორ წუთში მეტოქის კარი აიღო.
30 წლის ფეხბურთელმა „ჰეილონძიანში“ ჩატარებულ 3 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





