მამარდაშვილმა „ვალენსიას“ უკაპიტნა

0
38

გიორგი მამარდაშვილმა ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში „ვალენსიაში“ პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
„ღამურები“ თავის ბაზაზე ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნებულ „ალავესს“ შეხვდნენ და 2:0 დაამარცხეს.
მასპინძლების მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სასტარტოში არ დააყენა და მან მეორე ტაიმში გუნდს უკაპიტნა. შეხვედრის 41-ე წუთზე ანგარიში ოზკაჯარმა გახსნა. 64-ე წუთზე ვალენსიელთა შეტევა გრძელი პასით მამარდაშვილმა დაიწყო და გოლით ტეხონმა დაასრულა.
„ვალენსია“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ 5 აგვისტოს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი