კვარაცხელიას საგოლე პასი – „ნაპოლიმ“ ლობჟანიძის და აბურგანიას გუნდი დაჩაგრა

0
20

„ნაპოლიმ“ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი კასტელ დი სანგროში თეოფილო პასტინის სახელობის სტადიონზე თურქეთის „ჰათაისფორთან“ ჩაატარა და 4:0 გაიმარჯვა.
მასპინძლებში მე-60 წუთამდე ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, ხოლო მის მსგავსად „ჰათაისფორის“ სასტარტოში მყოფი საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი ხაბა ლობჟანიძე და გიორგი აბურჯანია მეორე ტაიმის მსვლელობის დროს შეცვალეს.
23-ე წუთზე „ჰათაისოფორის“ მეკარემ თავისი საჯარიმოდან ძალიან ცუდი პასი გააკეთა და ბურთი „ჩააბარა“ პოლიტონას, რომელმაც ერთი შეხებით კარდესიერს ოსიმენი შეატოვა, ამ უკაანსკნელმა კი ანგარიში გახსნა – 1:0.
27-ე წუთზე თურქმა მცველმა თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი და კვარაცხელიამ კარგი პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ოსიმენი, რომელმაც დუბლი მიითვალა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელია ერთ მეტოქეს გაექცა და “ჰათაისფორის” საჯარიმოში შესულმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
65-ე წუთზე ოსიმენის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა, ხოლო ჯოვანი სიმეონემ ზუსტად დაამატა – 3:0.
70-ე წუთზე სიმეონემ ორ თურქ ფეხბურთელს გაცდა და საჯარიმოში შესულმა წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო – 4:0.

ლაშა თაბაგარი