შულაია კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს

0
61

აკაკი შულაია, რომელიც მიმდინარე ზაფხულში ქუთაისის „ტორპედოს“ დაშორდა, კარიერას უზბეკეთის სუპერლიგაში გააგრძელებს.
26 წლის გარემარბი „ყიზილყუმთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე გააფორმა, რაც უზბეკური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა. მანამდე, მას საქართველოს ფარგლებს გარეთ არ უთამაშია.
შულაია კარიერის განმავლობაში „ტორპედოს“ გარდა, მარტვილის „მერანში“, „ცხინვალში“, ბოლნისის „სიონში“, თბილისის „დინამოში“ და „საბურთალოში“ გამოდიოდა.
მან „დინამოსთან“ ერთად 2-ჯერ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო „საბურთალოს“ და „ტორპედოს“ რიგებში თითოჯერ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა.
„ყიზილყუმი“ უზბეკეთის 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი