კვერკველიას „ნეფთჩიში“ ადრიან მუტუ გაწვრთნის

0
83

ბაქოს „ნეფთჩის“, რომელშიც სოლომონ კვერკველია გამოდის, რუმინეთის ეროვნული ნაკრებისმ „ჩელსის“, „ინტერის“ და „იუვენტუსის“ ყოფილი თავდამსხმელი ადრიან მუტუ გაწვრთნის.
აზერბაიჯანული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 44 წლის მუტუმ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მან ფეხბურთელის კარიერა 2016 წელს დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო. ის ბაქოში გადაბარგებამდე სამშობლოში „კრაიოვას“ და ბუქარესტის „რაპიდს“ ხელმძღვანელობდა.
კვერკველიასთვის გასული სეზონი “ნეფთჩიში” სადებიუტო იყო აზერბაიჯანის ჩემპიონატში და მან 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა აზერბაიჯანის თასზე 5-ჯერ ითამაშა და მისი გუნდი ფინალში “გაბალასთან” დამატებით დროში 0:1 დამარცხდა. გარდა ამისა, 31 წლის ფეხბურთელმა უეფას კონეფერნს ლიგაში 4 შეხვედრა ჩაატარა.