ქუთაისის “ტორპედომ” კონფერენს ლიგაში სადებიუტო მატჩის წინ 4 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ქუთაისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდის ღირსებას გიორგი ფანცულაია, ანრი ჭიჭინაძე, ავღანელი ომრან პაიდარი და სერბი ნიკოლა ნინკოვიჩი დაიცავენ.
“29 წლის ფორვარდი გუნდთან ერთად იმყოფება. გიორგი წლების განმავლობაში ტორპედოს ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს უთამაშია როგორც ეროვნული ლიგის ისე უცხოურ კლუბებში. მისი ბოლო კლუბი ყაზახური კასპი აქტაუ გახლდათ სადაც მან 2023 წლის სეზონში 13 ჩატარებული შეხვედრიდან 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გაიფორმა.
გიორგისა და კლუბს შორის 1.5 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა 1 წლის გაგრძელების პერსპექტივით.
25 წლის ცენტრალური მცველი ანრი ჭიჭინაძე გუნდთან ერთად იმყოფება. ანრი წლების განმავლობაში ტორპედოს ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს აქვს ნათამაშები ყველა ასაკობრივ ნაკრებში, მას როგორც ეროვნული ლიგის ისე უცხოური გამოცდილება უმაგრებს ზურგს. აღსანიშნავია რომ მას ტორპედოსთან ერთად როგორც ეროვნული ჩემპიონატი ასევე საქართველოს თასი აქვს მოგებული.
ანრისა და კლუბს შორის 1.5 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა 1 წლის გაგრძელების პერსპექტივით.
25 წლის შემტევი ომრან ჰაიდარი გუნდთან ერთად იმყოფება. კარიერის განმავლობაში ასპარეზობდა ჰოლანდიისა და პოლონეთის უმაღლეს ლიგებში. მისი ბოლო კლუბი “ლეხია გდანსკი” გახლდათ. ომრანი ავღანეთის ეროვნული ნაკრების წევრია.
ომრანსა და კლუბს შორის 1.5 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა 1 წლის გაგრძელების პერსპექტივით.
28 წლის შემტევი ნახევარმცველი გუნდთან ერთად იმყოფება. კარიერის განმავლობაში მრავალი ქვეყნის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. მას იტალიის “ჯენოაში”, “კიევოში”, “ემპოლიში”, “ასკოლიში” და “ბრეშაში” უთამაშია.
იტალიის სერია A – 18 მატჩი 2(1 საგოლე გადაცემა)
იტალიის სერია B – 82 მატჩი 19(17 საგოლე გადაცემა)
იტალიის თასი – 6 მატჩი 1(4 საგოლე გადაცემა)
სერბეთი – 94 მატჩი 15(23 საგოლე გადაცემა)
სერბეთის თასი – 10 მატჩი 3(3 საგოლე გადაცემა)
ბოსნია-ჰერცოგოვინა – 20 მატჩი 3(6 საგოლე გადაცემა)
ჩემპიონთა ლიგა – 15 მატჩი
ევროპა ლიგა – 16 მატჩი
ტიტულები: სერბეთის ჩემპიონი 3x, სერბეთის თასი 1x, იტალიის მეორე დივიზიონის ჩემპიონი 1x.
ნიკოლასა და კლუბს შორის 1.5 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით” – იუწყება “ტორპედოს” პრესსამსახური.
“ტორპედო” კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვალ ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის განახლებულ სტადიონზე ბოსნიის “სარაევოს” დაუპირისპირდება, რომელშიც გიორგი გულიაშვილი გამოდის.





