ბენტუ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებს გაწვრთნის

0
75

პაულუ ბენტუ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნულ ნაკრებს გაწვრთნის. 54 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბენტუ 2018-2022 წლებში სამხრეთ კორეის ნაკრებს ავარჯიშებდა და შარშან კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში გაიყვანა, სადაც აზიელები ბრაზილიასთან 0:4 დამარცხდნენ.
მანამდე, ბენტუ ლისაბონის „სპორტინგს“ პორტიგალიის ნაკრებს, ბრაზილიის „კრუზეიროს“, ათენის „ოლიმპიაკოსს“ და ჩინეთის „ჩუნცინ ლიანძიანს“ ავარჯიშებდა.