თამაზ მაქაცარიამ ყაზახეთის სუპერლიგაში კლუბი შეიცვალა და კარიერას „ჟენისში“ გააგრძელებს. 27 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში „ყიზილჟარში“ დაიწყო, სადაც ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. ასევე, მან 4-ჯერ ყაზახეთის თასზე ითამაშა, სადაც თავი არ გამოუჩენია.
მან პროფესიონალური კარიერა 2012 წელს „ცხინვალში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ „რუსთავში“, ბათუმის „დინამოში“, „სამტრედიაში“, ბოლნისის „სიონში“, „ვიტ ჯორჯიაში““, გორის „დილასა“ და „გაგრაში“ გამოდიოდა. მაქაცარიამ საქართველოს ჩემპიონატში საერთო ჯამში 174 მატჩი ჩაატარა, 55 გოლი გაიტანა, პლუს 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.





