ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ჯეფერსონ ჯერალდო იმავე ჯეფინიო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ “თელავში” ითამაშებს. ამის შესახებ თელაველთა პრესსამსახური იუწყება:
“საფეხბურთო კლუბ “თელავის” ღირსებას 34 წლის ბრაზილიელი შემტევი ჯეფერსონ ჯერალდო დე ალმეიდა, იგივე ჯეფინიო დაიცავს.
ჯეფინიო – დაიბადა: 1989 წლის 23 თებერვალს; სიმაღლე: 185 სმ; წონა: 79 კგ; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: “‘სამგურალი” (წყალტუბო).
ჯეფინიოს ქართულ საკლუბო ფეხბურთში ძალიან კარგად იცნობენ, ბრაზილიელი შემტევი საქართველოში 2016 წელს ჩამოვიდა და ხუთი სეზონი ქობულეთის “შუქურაში” გაატარა, ბოლო ორი წელი კი წყალტუბოს “სამგურალში” თამაშობდა”.





