ქობულეთის “შუქურას” მიმდინარე სეზონის ბოლომდე ლევან ჯოხაძე გაწვრთნის. ამის შესახებ ქობულეთელთა პრესსამსახური იუწყება:
” მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს სეზონის ბოლომდე ლევან ჯოხაძე შეასრულებს. 37 წლის ჯოხაძე სამწვრთნელო კარიერის დროს ხელმძღვანელობდა “ლიახვს”, “მეშახტეს”, “სამეგრელოს”, “ზესტაფონსა” და “რუსთავს”. “შუქურაში” მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე ყოფილი თავკაცის უჩა სოსიაშვილის ასისტენტი იყო.
შუქურა” სეზონის მეორე ნახევრისთვის მომზადებას “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” საფეხბურთო კომპლექსში გააგრძელებს.
მე-2 წრის დასრულების შემდეგ გუნდი 9 მოთამაშემ დატოვა: მიშიკო სარდალიშვილი, ცოტნე ფაცაცია, რომან ჩაჩუა, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ბანტუ მზვაკალი, ლევან ქურდაძე, კუროკი კოკენი, სანდრო გელაშვილი.
ასევე გაცნობებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ხელმძღვანელობა აწარმოებს მოლაპარაკებას საშინაო შეხვედრების ქობულეთში, ახლადაშენებულ საფეხბურთო ცენტრში ჩასატარებლად”.




