თომა ტაბატაძემ უზბეკეთის სუპერლიგაში თავის სადებიუტო სეზონში გოლების რიცხვი ექვსამდე გაზარდა.
მე-8 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ფერგანის „ნეფთჩიმ“ „ნასაფი“ მიიღო და ქართველი თავდამსხმელის დუბლით 2:1 გაიმარჯვა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 51-ე წუთზე ტაბატაძემ პენალტიდან ანგარიში გახსნა. სტუმრებმა საპასუხო ბურთი 67-ე წუთზე გაიტანეს. 83-ე წუთზე დაახლოებით 22 მეტრიდან ტაბატაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში 12-ჯერ ითამაშა და თავი 6-ჯერ გამოიჩინა, ხოლო დუბლი მეორედ მიითვალა.
“ნეფთჩი” 25 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




