გორის “დილამ” სამხრეთ აფრიკელი ნახევარმცველი ბანტუ მზაკვალი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და მიშიკო სარდალიშვილი დაიმატა. 29 წლის აფრიკელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ქობულეთის “შუქურაში” გაატარა, სადაც 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ის შარშან “რუსთავის” ღირსებას იცავდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 25 შეხვედრაში თავი 11-ჯერ გამოიჩინა.
მზაკვალიმ კარიერა სამხრეთ აფრიკის “ქეიფ თაუნ სპურსში” დაიწყო, შემდეგ “ჩიპა იუნაიტედში”, “ბიდვესტ ვითსში”, “ქეიფ იუნაიტედში”, შვედეთის “ბრაგეში” და “სვალოვსში” გამოდიოდა.
24 წლის ცენტრალური მცველი ანდორნიკაშვილი 35 -ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, პროფესიული საფეხბურთო კარიერის მანძილზე კი თბილისის “ლოკომოტივისა” და ქობულეთის “შუქურას” ღირსებას იცავდა. ანდრონიკაშვილი სხვადასხვა დროს საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებების წევრი იყო.

30 წლის სარდალიშვილი საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” აღზრდილია, სწორედ ამ კლუბში დაეუფლა იგი საქართველოს ჩემპიონის ტიტულს 2011 წელს მან კარიერის სხვადასხვა ეტაპზე საჩხერის “ჩიხურაში”, ქუთაისის “ტორპედოში”, თბილისის “მერანსა“ და “გაგრაში” ითამაშა. კარიერის ყველზე გამორჩეული პერიოდი კი “ჩიხურას” ჰქონდა. სარდალიშვილმა ამ კლუბში ჯამში 5 წელი იასპარეზა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფა.”დილაში” გადასვლამდე სარდალიშვილი ქობულეთის “შუქურას” ღირსებას იცავდა სადაც გუნდის ერთ ერთი ლიდერი და კაპიტანი იყო. 2022 წელს მან გუნდთან ერთად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.





