21-წლამდელები მეოთხედფინალისთვის ემზადებიან -30 ივნისის განრიგი

0
57

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 1 ივლისს, დინამო არენაზე, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება. დღეს, ახალგაზრდულმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
30 ივნისს, ოფიციალური რეგლამენტით გავთვალისწინებულ მატჩისწინა ვარჯიშს, ჩვენი გუნდი საგურამოში, თბილისის ლოკომოტივის ბაზაზე ჩაატარებს, ხოლო ვარჯიშის დღეს, დილით, მასპინძელ არენაზე მთავარი მწვრთნელის – რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციაზე და საწვრთნელ პროცესზე (პირველი 15 წუთი) დასწრება, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის არის დაშვებული.
30 ივნისის განრიგი | საქართველო – ისრაელი
12:00 | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია | დინამო არენა
16:00 | გაი ლუზონის პრესკონფერენცია | დინამო არენა
18:00 | ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში | ტექნიკური ცენტრი ბასა
19:00 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში | საგურამო
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).
მცველები ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი).