საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში ბელგიას დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ – 2:2 დასრულდა. 2 ტურის შემდეგ, 21-წლამდელები ჯგუფში 4 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.
ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს, 21 წლამდე ნაკრები 27 ივნიის, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ნიდერლანდების ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
26 ივნისს, ოფიციალური რეგლამენტით გავთვალისწინებულ მატჩისწინა ვარჯიშს, ჩვენი გუნდი საგურამოში, თბილისის ლოკომოტივის ბაზაზე ჩაატარებს, ხოლო ვარჯიშის დღეს, დილით, მასპინძელ არენაზე მთავარი მწვრთნელის – რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციაზე და საწვრთნელ პროცესზე (პირველი 15 წუთი) დასწრება, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის არის დაშვებული.
23 ივნისის განრიგი | საქართველო – ნიდერლანდები
11:00 | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია | დინამო არენა
11:30 | ერვინ ვან დერ ლოის პრესკონფერენცია | დინამო არენა
12:00 | ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში | დინამო არენა
19:00 | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიში | საგურამო
U21 | შემადგენლობა
მეკარეები გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).
მცველები ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი).
U21 | მატჩების განრიგი
27 ივნისი | საქართველო V ნიდერლანდები | 20:00
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.




