თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებით, გუნდის გაძლიერებაზე მუშაობენ და ეიმედებათ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის „ასტანასთან“ დაპირისპირებამდე ამას მოახერხებენ.
„კენჭისყრის შედეგით კმაყოფილი იმ შემთხვევაში ვიქნები თუ ამ ეტაპს დავძლევთ. სანამ კარგად არ გავეცნობით, პირველი შეხედვით ისტორიულად კარგი გუნდია – ქვეყნის ჩემპიონია და ახლაც პირველ ადგილზეა. „ასტანას“ ეროვნული ნაკრების ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, როგორც ლეგიონერები, ისე ადგილობროვები. გამოცდილი გუნდია და მეტი სიღრმეებში არ წავალ. როდესაც უფრო კარგად გავიცნობთ, მაშინ გვეცოდინება.
რაც შეეხება გაძლიერებას. რამდენიმე პოზიციაზე ფეხბურთელის დასამატებლად ვმუშაობთ და იმედია, ამ კონკრეტულ თამაშამდე გავძლიერდებით“ – იუწყება ჭიაბრიშვილის ნათქვამს „დინამოს“ პრესსამსახური.
„დინამო“ „ასტანასთან“ პირველ მატჩს სტუმრად 11 ივლისს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს თბილისში შედგება.
ლაშა თაბაგარი





