სხირტლაძე: „ყველაფერი „დინამო არენაზე“ ჩასატარებელ მატჩში გადაწყდება“

0
62

„დინამოს“ კაპიტან დავით სხირტლაძეს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის „ასტანასთან“ ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი, თბილისში გასამართ საპასუხო თამაშში გადაწყდება.
„ბიჭების და ჩემი რეაქციაც ისაა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა ვის შევხდებოდით, რადგან მაინც ორი მატჩია ჩასატარებელი და გამარჯვებული მოედანზე უნდა გამოვავლინოთ.
მიმაჩნია, რომ ორივე შეხვედრა საინტერესო იქნება და ალბათ, ერთ თამაშში არაფერი გადაწყდება. საბოლოო ჯამში ყველაფერი „დინამო არენაზე“ ჩასატარებელ მატჩში გადაწყდება და გულშემატკივრის გვერდით დგომა ძალიან დაგვეხმარება“ – იუწყება სხირტლაძის ნათქვამს „დინამოს“ პრესსამსახური.
„დინამო“ „ასტანასთან“ პირველ თამაშს სტუმრად 11 ივლისს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს თბილისში შედგება.
ლაშა თაბაგარი