ჯეიმს მილნერი კარიერას „ბრაიტონში“ გააგრძელებს. 37 წლის ფეხბურთელს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეურთდება. ის „ბრაიტონთან“ კონტრაქტს 1+1 სქემით გააფორმებს.
ამპლუით ნახევარმცველი მილნერი „ლივერპულში“ 2015 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 332 მატჩში 26 გოლი გაიტანა.
მან „ლივერპულთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ის „სიტის“ და „ლივერპულის“ გარდა, „ლიდსში“, „ნიუკასლში“ და „ატონ ვილაში“ გამოდიოდა.
მილნერმა პრემიერლიგაში 619 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მესამეა – გარეთ ბერის (652 მატჩი) და რაიან გიგზს (632 მატჩი) ჩამორჩება.
განვლილ სეზონში ვეტერანმა ფეხბურთელმა მერსისაიდელთა მაისურით ყველა ტურნირში 43-ჯერ იასპარეზა.
შეგახსენებთ, რომ „ბრაიტონმა“ პრემიერლიგაშ მე-6 ადგილზე დაასრულა და არსებობის ისტორიაში პირველად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.





