„პარი სენ ჟერმენი“ მზადაა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კილიან მბაპე გაყიდოს.
The Telegraph-ის ჟურნალისტის ჯეისონ ბერტის ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელებმა მბაპე გასაყიდი ფეხბურთელების სიაში მას მერე შეიყვანეს, რაც მან განაცხადა, რომ თავისი კონტრაქტის ოფციას არცერთ შემთხვევაში გააქტიურებს.
მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ხელშეკრულება მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობის ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
აქედან გამომდინარე, 24 წლის თავდამსხმელს მომავალი წლის ზაფხულში პსჟ-დან წასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია. შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა მბაპე 2017 წელს „მონაკოდან“ 180 მილიონ ევროდ შეიძინეს.
მან პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 260 შეხვედრაში 212 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
მბაპემ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი 5-ჯერ, საფრანგეთის თასი 4-ჯერ, ხოლო ლიგის თასი 2-ჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





