რომელუ ლუკაკუ საუდის არაბეთში გაემგზავრა, რათა „ალ ნასრის“ ხელმძღვანელებთან თავისი სავარაუდი ტრანსფერის საკითხი განიხილოს, იუწყება ინტერნეტ-გამოცემა Goal.
არაბებმა ბელგიელ თავდამსხმელმა 2-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით წელიწადში 25 მილიონი ევრო შესთავაზეს. ლუკაკუსთვის წინადადება მისაღება, მაგრამ მას ლონდონის „ჩელსისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. ინგლისური კლუბის მესვეურების მის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ.
30 წლის ლუკაკუმ გასული სეზონი იჯარით მილანის „ინტერში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მან „ინტერთან“ ერთად იტალიის თასი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ სიტისთან“ 0:1 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ „ალ ნასრში“ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ გამოდის.





