ჩოგაძემ ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა

0
60

თემურ ჩოგაძემ ყაზახეთის პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე გოლი გაიტანა, მაგრამ ამჯერად ყარაგანდის „შახტიორისთვის“ მხოლოდ ქართველის აქტიურობა წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.
მე-9 ტურში „შახტიორი“ სტუმრად და ჩოგაძემ ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, როდესაც ერთ მეტოქეს გვერდი აუარა და დაახლოები 20 მეტრიდან მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ ზუსტად დაარტყა.
მასპინძლებმა ანგარიში 23-ე წუთზე გაათანაბრეს, ხოლო 64-ე წუთზე გამარჯვების გოლი შეაგდეს.
ჩოგაძემ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 2 გოლი მიითვალა, ხოლო ერთხელ თავი ყაზახეთის თასზე გამოიჩინა. ის “შახტიორში” 2022 წლის ივლისიდან გამოდის და წინა სეზონში მეტოქის კარი არ აუღია.
პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში “კრაკოვია”, სადაც ოთარ კაკაბაძე გამოდის, სახლში “ზაგლებიესთან” 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მამსპინძლებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სტუმართა განაცხადში გარემარბი თორნიკე გაფრინდაშვილი აარ იყო.
“კრაკოვია” 42 ქულით 18 გუნდში მერვეა, ხოლო “ზაგლებიე” 41 ქულით – მეათე.

ლაშა თაბაგარი