ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში რამდენიმესაათიანი პაუზის შემდეგ ლიდერობა დაიბრუნდა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში დიკვალიფიკაციის გამო უმაყურებლო სტადიონზე ბათუმელებმა „გაგრას“ უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.
მატჩის მე-14 წუთზე გრიგოლ ჩაბრაძემ მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და გიორგი ზარიამ თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-18 წუთზე ბათუმელთა პრესინგს მეტოქის საჯარიმოში მცველების შეცდომა მოჰყვა და სენეგალელი მუსა კონატესს პასის მერე ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა ანგარიში გაზარდა – 2:0.
75-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა პენალტიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ 79-ე წუთზე ფლამარიონმა საუცხოო რეიდის შემდეგ, როდესაც სამ მეტოქეს გაცდა, დუბლი მიითვალა და გია გეგუჩაძის გუნდ სამი ქულის აღება გაუნაღდა.
ბათუმელებს 31 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან – ამდენივე ქულა „სამგურალს“ აქვს, რომელიც მეტოქეს ურთიერთშსეხვედრებშსი ნაჩვენები უარესი შედეგით ჩამორჩება.

ლაშა თაბაგარი





