ევროპის ლიგის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში ტურინის „იუვენტუსი“ შინ „სევილიასთან“ მატჩში მარცხს ბოლო წუთზე გადარჩა.
სტუმრებმა ანგარიში 26-წუთზე გახსნეს, როდესაც საუცხოო კონტრშეტევის დროს მარჯვენა ფლანგიდან ლუკას ოკამპოსმა პასი მეტოქის საჯარიმოში გააკეთა, სადაც ბრაიან ხილმა ბურთი გაატარა, ხოლო იუსუს ენ-ნესირიმ მეკარისგან მარცხენა კუთხეში აუღებლად დაარტყა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე „იუვენტუსმა“ კუთხური ჩააწოდა და სტუმართა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა „ბიანკონერის“ ფეხბურთელმა მოიგო, ხოლო ბურთი პოლ პოგბას მიუვიდა, რომელმა პასი თავით გაუკეთა გატის, ამ უკანასკნელმა კი ასევე თავით გაიტანა.
„რომამ“ ლევერკუზენის „ბაიერი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით აჯობა. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 63-ე წუთზე ტეო აბრაჰამის დარტყმის შემდეგ მეკარის მოგერიებულ ბურთს ბოვემ დაამატა და მის მიერ გერმანელთა კარში გატანილი გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა.
ევროპა ლიგაში საპასუხო მატჩები 18 მაისს ჩატარდება – „იუვენტუსი“ სევილიაში ჩავა, „რომა“ კი – ლევერკუზენში.
ლაშა თაბაგარი





