სიმონე ინძაგი: „მომავალი შეხვედრა ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანია“

0
25

მილანის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგისთვის ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში „მილანთან“ სტუმრად ჩასატარებელი პირველი შეხვედრა კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანია.
„ცოტა ხნის წინ ჩემპიონატში მცირე ჩავარდნის შემდეგ, საკუთარ თავს ვუთხარით. რომ ყურები უნდა დავიცვათ და პედლების ტრიალი დავიწყოთ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და იტალიის თასის ფინალში გასვლამ, ასევე ბოლო პერიოდში სერია A-ში ნაჩვენებმა შედეგებმა, მომავალი მატჩებისთვის საუკეთესო მომზადებაში ხელი შეგვიწყო. მომავალი დერბის მნიშვნელობა ყველას კარგად გვესმის და იდეალური მატჩის ჩატარება გვინდა.
ცივი გონება და ცხელი გული დაგვჭირდება. გულზე ეჭვი არ მეპარება, ხოლო თავის გამოყენება უნდა იცოდე. დერბიში წყალქვეშა ქვები და მოულოდნელი მოვლენები აუცილებლად იქნება, რომლებისთვის მზად უნდა ვიყოთ.
ლაუტარო მარტინესს და ხოაკინ კორეას ისევ გააქვთ? მე თვითონ თავდამსხმელი ვიყავი. მათ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაჰქონდათ, მაგრამ ახლა ამას ისევ აკეთებენ. ამის თაობაზე მანამდეც მშვიდად ვიყავი. ორივემ ასეთი სულისკვეთებით უნდა გააგრძელოს. მომავალი შეხვედრა ცალსახად ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი“ – იუწყება სიმონე ინძაგის ნათქვამს იტალიური მედია.
დღევანდელ შეხვედრაში, რომელი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, მასპინძელი „მილანია“.