კარლო ანჩელოტის თქმით,“მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირებაში მისი გეგმა იდეალური მატჩის ჩატარებაა. მადრიდის „რეაალის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მანჩესტერელებთან შინ გასამართ პირველ მატჩამდე პრესკონფერენციაზე გაანცხადა.
„მომავალ თამაშზე ჩვენი გეგმაა – იდეალური მატჩის ჩატარება, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ ტექნიკის, ფიზიკური მომზადების, ფსიქოლოგიის და მოტივაციის მხრივ. ვიცით, რომ გადამწყვეტი საპასუხო შეხვედრა იქნება და ამიტომ, გვინდა, რომ მცირე უპირატესობა გავინაღდოთ. ეს კარგი იქნება.
საქმე მხოლოდ შედეგში არაა. თუ თავს კარგად გრძნობთ, მეტოქეს პრობლემებს უქმნი და ამავე დროს თავად პრობლემებს ირიდებ, ეს უკვე უპირატესობაა. სწორედ ამის მოპოვებას ვეცდებით.
ვფიქრობ, რომ ჩვენ შარშანდელ დონეზე ვართ. თუმცა, ფიზიკური მდგომარეობის შედარება რთულია. სამაგიეროდ, უნდა გავითვალისწინოთ მოტივაცია და ჟინი, რომელიც გვაქვს. ვფიქრობ, ესპანეთის თასის მოგებამ დამატებითი ძალა შეგვმატა.
„მანჩესტერ სიტი“ ძალიან შეკრული გუნდია, რომელმაც თავის დაცვაც იცის და შეტევაც. ამ გუნდის ფეხბურთელებს ნათელი წარმოდგენა აქვს თუ როგორი ფეხბურთის თამაში სურთ. ასე რომ საუბარი მხოლოდ ჰოლანდის შეჩერებაზე არაა, არამედ, გუნდის შეჩერებაზე, რომელიც დრო და დროს შეუჩერებელი ჩანს. თუმცა, ჩვენ მომენტებს შექვმნით და თანაბარ ორთაბრძოლა იქნება.
გასულ სეზონში „სიტი“ ძალიან სახიფათო იყო, მაგრამ ჰოლანდი ამ გუნდს რაღაც ახალს მატებს. ახლა მანჩესტერელებს თუ საჭიროა უფრო სწორხაზოვნად შეუძლიათ ითამაშონ.
ჰოლანდი ძალიან საახიფათო ფეხბურთელია. საქმე მხოლოდ გოლებში არაა, უბრალოდ მისგან მუდმივად საფრთხე მომდინარეობს“ – იუწყება ესპანური მედია იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს.
ლაშა თაბაგარი



