საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, სომხეთში მიმდინარე ამხანაგურ საერთაშორისო სამთა ტურნირზე, პირველი მატჩი ლატვიის ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და 0:2 დამარცხდა. ბალტიისპირელებმა ორივე გოლი შესვენების შემდეგ გაიტანეს.
გიორგი ხზიანიშვილის გაწვრთნილი გუნდი, ერევანში მდებარე სომხეთის ფეხებურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, შემდეგ მატჩს კვიპროსის 15-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
მატჩის ოქმი- ლატვია 2:0 საქართველო
U16 | მატჩების განრიგი
10 მაისი | კვიპროსი V საქართველო | 14:00
12 მაისი | სომხეთი V საქართველო | 16:00





