პეპ გვარდიოლას თქმით, „მანჩესტერ სიტი“ ერთხელ კიდევ გავა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და გამარჯვებხ, რის გაკეთებაც მიმდინარე სეზონში სურთ. მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მადრიდში „რეალთან“ გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება და ბოლომდე დახარჯვას ვაპირებთ. ჩვენი თამაში ყოველთვის მომწონდა, მათ შორის მიმდინარე წელსაც. თუმცა, მეტოქეებიც თამაშობენ და ზოგჯერ მათი წინააღმდეგობის დაძლევა რთულია. ისინი ხომ კოჭლები არ არიან. მომავალ მატჩი ვიწვალებთ, ისევე როგორც პლეი-ოფში მანამდე ჩატარებულ ყველა შეხვედრაში. თუმცა, როდესაც ჰოლანდი გყავს ის არ უნდა გამოიყენო? ასე რომ მასზე ვითამაშებთ.
გასულ სეზონში აქ იმ იმედით ჩამოვედით, რომ ფინალში გავიდოდით. ორივე მატჩში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა, ეს უკვე წარსულია. ჩვენ რევანშისთვის არ ჩამოვსულვართ. უბრალოდ, ეს კიდევ ერთი შანსია.
ერთხელაც ჩვენსა მივაღწევთ. ერთხელაც ფინალში გავალთ და მოვიგებთ. აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ ამ მიზანს მიმდინარე სეზონში მივაღწიოთ.
გასულ სეზონში არ გამოგვივიდა, რადგან „რეალს“ შევხვდით, რომელმაც ზუსტად იცის ამ ტურნირში რა უნდა გააკეთოს. თუმცა, რაც უფრო ხშირად ვითამაშებთ ამა თუ იმ ტოპ-გუნდებთნ, ტრიუმფს უფრო მივუახლოვდებით.
ჰოლანდი თავს ძალიან ძლიერად გრძნობს. ხალხი ამბობს, რომ ის რძეს თუ რაღაც ამგვარს სვამს. მეც ვსვამდი ამ ჯადოსნურ ელექსირს, მაგრამ 50 გოლს ვერ ვიტანდი. ვურჩევ ბიჭებს, რომლებიც ჰოლანდს ბაძავენ, ყურადღება მის უნარებს მიაქციონ და არა მის სასმელებს“.
ლაშა თაბაგარი



