ირაკლი აზაროვმა „ცრვენა ზვეზდას“ შემადგენლობაში შეუცვლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა.
ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე ოქროს მედლების მომგები ბელგრადელები „ვოჟდოვაცს“ ესტუმრნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს. ანგარიში მე-6 წუთზე პეშიჩმა გახსნა, ხოლო 72-ე წუთზე მიატოვიჩმა მეორე გოლი გაიტანა.
აზაროვი, რომელიც სერბეთის ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს ატარებს, ბელგრდელთა სასტარტოში მერვედ მოხვდა, საერთო ჯამში, მის ანგარიშზე 16 შეხვედრაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის მარცხენა ფლანგელს თავიდან არ ენდობოდნენ და თავის გამოჩენის შანსს უფრო სეზონის ბოლოს აძლევენ.
ლაშა თაბაგარი




