ბერიძე დაბრუნდა

0
63

გიორგი ბერიძე, რომელმაც ტრავმის გამო თვეზე მეტი გაუცდა, გამოჯანმრთელდა და „ანკარაგუჯუში“ ითამაშა.
თურქეთის სუპერლიგის 34-ე ტურში ანკარელები გასვლაზე „ტრაბზონსოფორს“ დაუპირისპირდნენ და 0:2 წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. ის თურქეთში სადებიუტო სეზონს ატარებს და 25 შეხვედრაში (18 სასტარტოში) 4 გოლი გაიტანა.
„ტრაბზონსფორმა“ ანკარელებთან დაპირისპირებაში ანგარიში პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ბოზოკის დარტყმის შემდეგ გახსნეს, რომელმაც 62-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
„ანკარაგუჯუ“ 35 ქულით 19-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 33-ე ტურში აგდამის “ყარაბაღმა” თავის მოედანზე “გაბალა” 3:0 დაამარცხა. მასპინძლებში ზედიზედ მეორე მატჩია საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილს არ უთამაშია.
ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე “ყარაბაღი” 84 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ დავით ვოლკოვის “საბაჰს” 7 ქულით სჯობს.
ლაშა თაბაგარი