ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ეს ინფორმაცია იტალიელმა სპეციალისტმა თავად დაადასტურა.
„მადლობ კლუბს ჩემი კონტრაქტის 2024 წლის ივნისამდე გახანგრძლივების ოფციის გააქტიურებისთვის. ჩვენი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი უკვე მუშაობს შემადგენლობის დაკომპლექტებასა და მომავალი სეზონისთვის ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაფორმებაზე“ – იუწყება სპალეტის ნათქვამს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
სპალეტი „ნაპოლიში“ 2021 წლიდან მუშაობს და მიმდინაარე სეზონში გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა. მან სერია A-ში მწვრთნელი რანგში ოქროს მედლები პირველად მოიპოვა. ის 64 წლის და 58 დღის ასაკში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდა, რომელიც „სკუდეტოს“ დაეუფლა.





