„ტორპედომ“ უიღბლო სერია „სამტრედიასთან“ გაჭირვებით მოგებით შეწყვიტა

0
24

ქუთაისის „ტორპედოსმ“ 3-მატჩიანი (1 ფრე და 2 მარცხი) წარუმატებელი სერია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში სამტრედიაში შეწყვიტა, სადაც ამჯერად მასპინძლის როლში მოგვევლინა „სამტრედიასთან“ დაპირისპირების დროს.
კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერთან შეხვედრაშიც ვერ იყო დამაჯერებელი და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით მოიგო. პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსი „ტორპედოს“ ფორვარდ ნიკა კაჭარავას ჰქონდა, რომელმაც ზუსტად ვერ დაარტყა.
შესვენებაზე „სამტრედიას“ მაკედონიელი მწვრთნელი დიმიტარ კაპინკოვსკი იძულებული გახდა კამერუნელი ფორვარდი სირილ ჩამბა შეეცვალა, რომელიც ნომინალური მასპინძლების მეკარე ოთო გოშაძეს შეეჯახა და ტვინის შერყევა მიიღო, რის გამო ადგილობრივ კლინიკაში გადაიყავნეს.
მეირე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ „ტორპედოს“ დაწინაურება ისევ კაჭარავას შეეძლო, რომლის დარტყმის შემდეგ მეკარე რეზო ლომიძის ხელიდან ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
70-ე წუთზე გიორგი ქობულაძემ დაახლოებით 22-მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მას მერე რაც ბურთი სამტრედიელ ლევან ხმალაძეს მოხვდა, კარში აღმოჩნდა – 1;0.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში გიორგი პაპუნაშვილს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან მისი დარტყმული ბურთი გოშაძემ ფეხით მოიგერია.
ლაშა თაბაგარი