დავითაშვილმა „ბორდოს“ მოაგებინა

0
31

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. „ბორდომ“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის 34-ე ტურში „კაენი“ მიიღო და ქართველის წყალობით 3 ქულა ჩაიწერა.
დავითაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის მე-16 წუთზე მაჯას გადაცემის შემდეგ სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა აუღებლად დაარტყა. მან ბოლოს 3 მატჩში მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო, ხოლო ამ სეზონში საერთო ჯამში თავი 4 გოლს მოუყარა. ის “კაენთან” მატჩში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს.
“ბორდომ” 65 ქულა დააგროვა და 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ლე ავრს”, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.

ლაშა თაბაგარი