მამარდაშვილის „ვალენსიას“ საშინაო ფრე „ვილიარეალთან“

0
25

ესპანეთის ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა „ვალენსიამ“ ისევ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. 33-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის გუნდმა ამჯერად შინ „ვილიარეალთან“ ვერ მოიგო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა., 62-ე წუთზე, როგორც მიმდინარე სეზონში არაერთხელ „ვალენსიას“ მცველები შეცდნენ, ხოლო 21 წლის სენეგალელმა ნიკოლას ჯექსონმა მას მერე რაც დიახაბის საჯარიმოში დაასწრო, ბურთი მკერდით გაისწორა და მიწაზე დაუშვებლად დაახლოებით სამი მეტრიდან აუღებლად დაარტყა – 0:1.
ანგარიშის გახსნიდან დიდი დრო არ გასულა, რომ სამუელ ლინოს პასის შემდეგ ვეტერანმა ურუგვაელმა „ვილიარელის“ კარი აიღო, მაგრამ მსაჯმა მასზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
74-ე წუთზე ილაიშ მორიბამ სტუმართა ნახევარმცველ პარეხოს მისსავე საჯარიმოსთან ახლოს აართვა ბურთი, რომელიც კავანის მიუვიდა და ურუგვაელის პასის მერე უგო დურომ ვერ დაარტყა, მაგრამ გადაცემა გამოუვიდა ლინოს მისამართით, რომელმაც საპასუხო ბურთი გაიტანა.
დარჩენილ დროში „ვილიარეალმა“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, რატომღაც შეტევაზე უარი თქვა და აქცენტი ბურთი დაჭერაზე გააკეთა. მატჩის ბოლო წუთზე ხავი გერას გადაცემის შემდეგ მეკარესთა პირისპირ დარჩენილმა ალბერტომ მარიმ „ვალენსია“ წინ გაიყვანა, თუმცა გოლი ისევ არ ჩაითვალა, რადგან მასპინძლების ფეხბურთელი ოფსაიდში იყო.
„ვალენსია“ 33 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა და თუ დარჩენილ მატჩებში მაქსიმუმი არ გააკეთა, დიდი შანსია სეზონის ბოლოს ლა ლიგა 2-ში დაქცეითდეს.

ლაშა თაბაგარი