საოცარი მატჩი რუსთავში – „საბურთალოს“ გმირობა ბათუმის „დინამოსთან“

0
22

მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჯერჯერობით ყველაზე სანახაოებრივი და დაძაბული დაპირისპირება რუსთავში შედგა, სადაც „საბურთალომ“ ბათუმის „დინამოსთან“ საოცარი თამაში შემოატრიალა.
ძლიერი ქარის ფონზე ჩატარებული მატჩის მე-40 წუთზე გრიგოლ ჩაბრაძე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შევიდა და შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც მყოფმა პაატა ღუდუშაურმა ძალიან მახვილი კუთხიდანა ანგარიში გახსნა – 0:1.
47-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ჯარიმის შესრულების დროს საუცხოო დიაგონალური პასი გაუკეთა მასპინძელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესულა გიორგი ზარიას, რომელმაც ბურთი დაამუშავა და შორეულ კუთხეში აუღებლად დაარტყა – 0:2.
73-ე წუთზე ლაზარე კუპატაძეს  ბურთი თამაშში შეჰყავდა, როდესაც მეტოქის მცველ საშა ბალიჩს თავში ხელი ჩაარტყა. მთავარმა მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, ხოლო კუპატაძეს ყვითელი ბარათი აჩვენა. მამუჩაშვილმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
87-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა მოედნის ცენტრიდან გრძელი პასი გაუკეთა ბათუმელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ ლუკა იმნაძეს, რომელმაც ბურთი გააჩერა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:3. ამ ეპიზოდში „დინამოს“ მეკარე ლუკა ხარატიშვილმა გუნდი ვერ გადაარჩინა.
89-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ მარცხენა ფლანგიდან გამჭოლი პასი შორეულ ძელთან გააკეთა, სადაც ბურთს მალელი შეიკნე სილა დახვდა და ვარდნაში ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-10 წუთზე ხარიტონაშვილმა პენალტი დანიშნა, რადგან რეფერის ვიდეოასისტენთან ეპიზოდის განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ მამუკა კობახიძე თავის საჯარიმოში შეუკნე სილას ეუხეშა და პენალტი დადო, რომელიც თავად დაზარალებულმა შეაგდო – 3:3.
ლაშა თაბაგარი