ლობჟანიძის საშინაო მარცხი

0
21

„ქარაგიურუქმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, 31-ე ტურში სტუმრად „გალათასარაისთან“ 3:3 დასრულებული მატჩის შემდეგ, დღეს თავის მოედანზე „ანთალიასფორთან“ წააგო, რომელიც სატურნირო ცხრილში სტამბოლეთა ქვემოთაა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ლობჟანიძემ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 68-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე სინიკმა გაიტანა.
„ქარაგიუმრუქს“ 41 ქულა აქვს და 19-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
„მეზიოკიოვეშდი“, რომლის ღირსებას ლევან ბერიაშვილი იცავს უნგრეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში თავის მოედანზე „ზალაეგერშეგისთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველი მცველი განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ უთამაშია. მასპინძლები 31-ე წუთზე ბეშიროვიჩის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებიდან 57-ე წუთზე საპასუხო ბურთი ტაიტიმ გაიტანა. 74-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ მიმმა აიღო. „მეზიოკიოვეშდი“ 32 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი