ლოჩოშვილი იტალიის თასს ნახევარფინალში დაემშვიდობა

0
35

იტალიის სერია A-ში „ემპოლისთან“ (1:0) მატჩში ტრავმის მიღების და გასულ უქმეებზე ართამაშის შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა,
კრემონელებმა იტალიის თასის 1/2-ფინალის პირველი მატჩში შინ ფლორენციის „ფიორენტინასთან“ 1:4 წააგეს, ხოლო 27 აპრილს სტუმრად გამართულ დაპირისპირებაში გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. 24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში 19 მატჩი გამართა, ხოლო თასზე – 2.
“ფიორენტინა” 24 მაისს იტალიის თასის ფინალში მილანის “ინტერს” შეხვდება, რომელმაც 1/2-ფინალში ორი მატჩის ჯამში ტურინის “იუვენტუსს” მოუგო.
ლაშა თაბაგარი