მამარდაშვილის „ვალენსია“ გასავარდნი ზონიდან ამოვიდა

0
24

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო,
31-ე ტურში „ღამურები“ „მესტალიაზე“ „ვალიდოლიდს“ დაუპირისპირდნენ და მიუხედავად იმისა, რომ აგებდნენ, საბოლოოდ დიდი მონდომების ხარჯზე სამი ქულა აიღეს.
მატჩის მე-6 წუთზე თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ მცველმა დიახაბიმ თავის ნახევარზე ბურთი ვერ გაიჩერა და მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა ლარინმა ანგარიში გახსნა.
მე-60 წუთზე ანდრე ალმეიდამ ჯარიმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა და დიახაბის დარტყმის შემდეგ, სტუმართა მეკარე მასიპს რატომღაც ეგონა რომ ბურთი გადადიოდა და გაატარა, მაგრამ ტყავის სფერო გვერდით ძელს მოხვდა, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.
65-ე წუთზე „ვალიადოლიდმა“ ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშა და მამარდაშვილთან ერთი-ერთზე დარჩენილმა ივან ფრესნედამ ბურთი ძედა ძელს მოახვდრა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვლაზე შესული 19 წლის ხავი გუერა, რომელმაც ლა ლიგაში სულ მეორე მატჩი ჩაატარა, ერთ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი „ცხრიანში“ ზუსტად დაარტყა.
რუბენ ბარახას გაწვრთნილმა „ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და გასავარდნა ზონას თავი დააღწია – 33 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი