„ვალენსიამ“, სადაც გიორგი მამარდაშვილი გამოდის ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში წააგო და ისევ გასავარდნ ზონაშია.
29-ე ტურში რუბენ ბარახას გაწვრთნილი გუნდი შინ „სევილიას“ შეხვდა და 0:2 წააგო. განვლილმა შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა და მატჩი დაძაბული, მაგრამ არცუ სანახაოებრივი აღმოჩნდა. საგოლე მომენტებიც მწირი იყო და საბოლოოდ ანდალუსიელებმა თავისი მაქსიმუმი „გამოწურეს“.
პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო 56-ე წუთზე სევილიელთა შეტევის დროს „ვალენსიამ“ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ თავის საჯარიმოში ძალიან ცუდად ითამაშეს და ბადემ კარიდან გამოსულ საქრთველოს ნაკრების მეკარეს დაასწრო – 0:1.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა იერიში წამოიწყეს, რასაც საჯარიმოში გადაცემა მოჰყვა და სამუ კასტილეხომ მიმართულება შეუცვლა ბურთს, რომელიც ბრაზილიელ მცველ ფერნანდოს ხელში მოხვდა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების მერე მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
75-ე წუთზე „სევილიამ“ კარგი კომბინაცია გაითამაშა და სუსომ, რომელსაც „დაყენებელი“ დარტყმა აქვს, ბურთი დაბალ კუთხეში „ჩასვა“ – 0:2. 84-ე წუთზე მაპინძლებს მორიბა გაუძევეს და მათი სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. ღამურებმა“ ბოლო 4 თამაშიდან 3 წააგეს და 1 ფრედ დაასრულეს.
„ვალენსიას“ 27 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა – მე-18 პოზიციაზე მყოფ „ალმერიას“ 3 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი




