ცხადაძე ყაზახური კლუბიდან გაუშვეს

0
17

ყაზახეთის პრემიერლიგის დებიუტანტ „კასპიის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძე დაითხოვეს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ეს გასაკვირი არაა, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსთავკაცის გაწვრთნილმა „კასპიიმ“ სეზონის სტარტზე ხუთიდან ხუთივე თამაში წააგო. მან გუნდი გასული წლის დეკემბერში ჩაიბარა.
დარჩებიან თუ არა „კასპიიში“ ცხადაძის მიყვანილი ქართველი ლეგიონერები ჯაბა ჯიღაური და გიორგი ფანცულაია ჯერჯერობით უცნობია.
ლაშა თაბაგარი