„ნაპოლიმ“ და კვარცხელიამ „მილანთან“ ისევ წააგეს

0
54

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში „ნაპოლი“ სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ლუჩანო სპალეტის გუნდს ისევ ვერ დეხმარა ტრავმირებული ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი, რომლის არყოფნა იტალიის ჩემპიონატის ლიდერს ძალიან ეტყობა.
მატჩის დასაწყისში კვარაცხელიას ანგარიშის გახსნა შეეძლო, როდესაც კიაერმა თავის საჯარიმოში შეცდომა დაუშვა, მაგრამ „ნაპოლის“ გარემარბის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან თავად დანიელმა მცველმა გამოიტანა.
ტაიმის შუაწელში რაფაელ ლეაომ თავის ნახევარმზე მიიღო ბურთი და სტუმართა საჯარიმოში ისე შევიდა, რომ სამმა მეტოქმე ვერ შეაჩერა, ხოლო პორტუგალიელის დარტყმული მიზანს ოდნავ აცდა.
მე-40 წუთზე ბრაჰიმ დიასი მილანელთა ნახევარზე საუცხოო ცრუ მოძრაობით ორ ნეაპოლელს დაუძვრა და რაფაელ ლეაოს უპასა, რომელ,აც ბენასერი მოძებნა და ალჟირელის დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა ფეხით ვერ მოიგერია.
ტაიმის მიწურულს „მილანმა“ მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და კიაერის თავურის შემდეგ ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
ნეაპოლელებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და კვარაცხელის ჩაწოდებას საჯარიმოში ელმასის თავური მოჰყვა, რომელიც მილანელთა კარის დარაჯმა მენიომ გაანეიტრალა. ამას დი ლორენცოს თავური მოჰყვა და ისევ „როსონერის“ გოლკიპერმა ითამაშა დამაჯერებლად.
70-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის ყვითელი ბარათი აჩვენა ზამბუ ანგისას, რომელიც ოთხ წუთში მეორედ გააფრთხილა და „ნაპოლი“ კაცნაკლული დარჩა. კვარაცხელია 81-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრის მიწურულს „ნაპოლიმ“ ორი სახიფათო მომენტი შექმნა – ჯერ დი ლორენცოს დარტყმული მენიომ მოიგერია, შემდეგ კი პოლიტანოს გადაცემის დროს ოლივერას თავით ანგარიშის გასათანაბრებლად ცოტა დააკლდა. შედეგად, „მილანმა“ „ნაპოლის“ ზედიზედ მეორე თამაში მოუგო – მანამდე სერია A-ში სტუმრად 4:0 დაჯაბნა.
აღსანიშნავია, რომ განვლილ შეხვედრას „მილანის“ სხვა ლეგენდებთან ერთად საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე დაესწრო.
ამ გუნდებს შორის საპსუხო შეხვედრა 20 აპრილს ნეაპოლში ჩატარდება.

ლაშა თაბაგარი